2013 წლის 18-19 მარტს, ბეირუთში, იუნესკოს სასახლეში ევროკავშირისა და ლიბანის თანამშრომლობის დღეები გაიმართება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის დელეგაცია ლიბანში. დისკუსიების სერია გაიმართება ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, მმართველობის, სოციალური და კულტურული განვითარების, მემკვიდრეობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და მრავალ სხვა საკითხზე.
ევროკავშირისა და ლიბანის თანამშრომლობის რიგით მეორე ღონისძიება ორ დღეს გასტანს. ლიბანისა და ევროკავშირის პარტნიორებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა და მიღწევები, გააფართოვონ პროფესიული კავშირები, და მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირისა და ლიბანის თანამშრომლობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: