ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, CIUDAD-ის პროგრამის, პროექტ „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების“ ფარგლებში რამდენიმე ინსტიტუციური შეხვედრა შედგა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან. შეხვედრების მიზანი გახლდათ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება და მომდევნო თვეებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა.
გადაიხედა მასალებიც, რომლებიც საჭიროა იმ განაცხადის დასრულებისათვის, რომელიც წარედგინება იუნესკოს, მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მისაღებად შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციის 1999 წლის მეორე ოქმის თანახმად. ძეგლისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭება მოხდება ჰააგის კონვენცისა და მისი მეორე ოქმით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს, რომ მიღწეულ იქნას პროექტის მიზნები და ამოცანები. შეხვედრებზე ასევე გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს პროექტის ფარგლებში დამყარებული საერთაშორისო თანამშრომლობა. შეხვედრებისას გამოხატული ინსტიტუციური მზადყოფნა საქართველოში პროექტის პოზიტიური დასრულების იმედისმომცემ საფუძველს წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება პროექტის N6 საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.