თანამშრომლობა პროექტის პარტნიორებს შორის დამყარდა რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე:
- პროექტის შედეგების მისაღწევად პარტნიორებს აქვთ პროექტის ერთ ან რამდენიმე კომპონენტში ტექნიკური და თემატური გამოცდილება;
- აქვთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება;
- კარგად იცნობენ ბენეფიციარი ქვეყნის საჭიროებებს და ადგილობრივ გარემოს;
- აქვთ შესაძლებლობა, რომ უზრუნველყონ პროექტის შედეგების გამოყენება შესაბამის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.