ანა პაოლინი, დაამთავრა Istituto Universitario di Architettura di Venezia-ს სამაგისტრო პროგრამები – არქიტექტურა (1989), ურბანული და რეგიონული დაგეგმარება განვითარებადი ქვეყნებისათვის (1991) და ტრიესტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის განვითარების პროგრამა (1990); მიიღო ბოლონიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ურბანულ და ტერიტორიულ დაგეგმარებაში (1995). მან ასევე ჩაატარა პოსტსადოქტორო კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრში (1999).
1992 წლის ნოემბერში, ანა პაოლინი თავდაპირველად იუნესკოს შეუერთდა როგორც ასოცირებული ექსპერტი ამანის ოფისში; შემდეგ საქმიანობა გააგრძელა იუნესკოს სათავო ოფისში კულტურის სექციის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილებაში. 2006-2007 წლებში მუშაობდა მუზეუმებისა და ობიექტების სამმართველოში; მის მოვალეობაში შედიოდა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის ტრენინგების ორგანიზება ICOM-თან და ICCROM-თან თანამშრომლობით.
2007-2009 წლებში ხელმძღვანელობდა იუნესკოს ოფისს ტაშკენტში და იყო ორგანიზაციის წარმომადგენელი უზბეკეთში. 2009 წლიდან დაინიშნა ოფისის ხელმძღვანელად და იუნესკოს წარმომადგენლად ამანში. მის მოვალეობაში შედის მეცნიერების, განათლების, კულტურის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო პროგრამების მართვა. ანა პაოლინი არის ICOM-ისა და იტალიის არქიტექტორთა პროფესიული ასოციაციის წევრი.
a.paolini@unesco.org