ჯორჯიო ბლეიზი, იტალიის არმიის (ალპების სამთო ბრიგადების) გადამდგარი გენერალ-მაიორი. მან საფუძვლიანად შეისწავლა საერთაშორისო სამართალი შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ და იყო ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის სამხედრო სწავლების დირექტორი 4 წლის მანძილზე, და ამავე ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი 8 წლის განმავლობაში (ორი მანდატით). ბლეიზის ბოლოდროინდელი გამოცდილების გათვალისწინებით, 2003 წლის დეკემბერში იგი დაინიშნა ბანია ლუკას რეგიონული ცენტრის დირექტორად ეუთოს მისიაში ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში და ამ თანამდებობაზე 2009 წლის დეკემბრამდე დაჰყო.
იგი ასევე კითხულობდა ლექციებს „დოკუმენტირების მეთოდოლოგიაზე” რომის უნივერსიტეტში. მას აქვს აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში და წლების მანძილზე თანამშრომლობდა იტალიურ ჟურნალ-გაზეთებთან. 2000 წლის ზაფხულში, ბლეიზმა 50 დღის განმავლობაში იტალიის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 1.700 კმ. მანძილი მარტომ ფეხით გადაკვეთა.
giorgio.blais@iihl.org