რაშიდ ჩამონი, მიღებული აქვს PhD ურბანისტიკაში, ცინცინატი, ოჰაიო (2005); M.Sc. ურბანულ დიზაინში, პრატის ინსტიტუტი, ნიუ იორკი (1985); BFA სირაკუზის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი (1981). 1992 წლიდან ლიბანის ამერიკულ უნივერსიტეტში მიჰყავს არქიტექტურისა და დიზაინის სასწავლო პროგრამები და არის ურბანული დაგეგმარების ინსტიტუტის დირექტორი. იგი ასევე არის ურბანული კვლევისა და საქმიანობის საერთაშორისო კავშირის (INURA), დამგეგმავთა კავშირის (PN), UNESCO-ს საუნივერსიტეტო და კულტურული მემკვიდრეობის ქსელის წევრი და „შეიარაღებული კონფლიქტის დროს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ასოციაციაციის“ საშინაო საქმეთა მმართველი. ამჟამად ჩართულია ურბანული განვითარების ისეთ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო საზოგადოების სხვადასხვა დარგის (არქიტექტურა, ურბანული დაგეგმარება, პოლიტიკური მეცნიერება) მკვლევარები და პრაქტიკოსები.