საადეთ გიუნერი, ეკონომისტი, თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი 1998 წლამდე.
1996 წლიდან მუშაობს ქვეყნების მდგრადი განვითარების პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტორებზე, როგორებიცაა ომები, ტერორიზმი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.
2000 წლიდან მსოფლიო ბანკის სოციალური რისკების შემცირების პროექტის (SRMP) ფარგლებში შეიმუშავა და განახორციელა უმუშევარი და მიუსაფარი მოსახლეობის დახმარების 5 პროექტი თურქეთში.
2005 წელს იგი აირჩიეს FOCUH-ს აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტად; FOCUH ამჟამად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 4 პროექტს თურქეთში.