War Free World Heritage Listed Cities
  • English
  • Georgian
  • العربية
  • პროექტი
  • ჩვენ შესახებ
    • ინსტიტუციები
      • ჯიბეილის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭო
      • მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
      • WATCH
      • FOCUH
      • NEREA
    • მონაწილეები
      • ანა პაოლინი
      • კრისტიან ნასრი
      • კლაუდიო ჩიმინო
      • დამიანო ადელფიო
      • ემანუელ მაროკო
      • ჯორჯიო ბლეიზი
      • ჯუზეპე მაინო
      • იუკა იოკილეტო
      • ლორენცო ფოტი
      • მაიკლ ფეზენდორფერი
      • ნატალია რიჩარდსონი
      • ნინო ჭანიშვილი
      • რაშიდ ჩამონი
      • საადეთ გიუნერი
      • თეიმურაზ აბაშიძე
  • კალენდარი
  • კონტაქტი
  • გალერეა
    • Meetings
    • Byblos – Site Interpretation
    • Mtskheta – Site Interpretation
    • (English) Byblos – Public awareness
    • (English) Mtskheta – Public awareness
    • (English) Byblos – Concept study
    • (English) Mtskheta – Concept study
    • (English) Training course in Georgia
    • (English) Public awareness in Georgia
  • საინფორმაციო ბაზა
    • (English) Documents
  • საინფორმაციო ბიულეტენი

კალენდარი

Home » კალენდარი

25 ივნისი – 25 ივლისი 2012

25 ივნისს  ბიბლოსის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ჯიბეილის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭოს, ბიბლოსის მუნიციპალიტეტისა და ფესტივალის ორგანიზატორების კოორდინაციის მეშვეობით ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პროექტი „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები“.

ფესტივალის მონაწილეებს დაურიგდებათ  ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა, როგორც პროექტის, ასევე იმის გასაცნობად თუ როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა ბიბლოსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ბიბლოსის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ღონისძიებაა ლიბანში და ის ათასობით ვიზიტორს  იზიდავს ლიბანიდან, რეგიონიდან და მთელი მსოფლიოდან. ფესტივალზე კონცერტები ღამით იმართება და ამიტომაც პროექტის საინფორმაციო კამპანია ღამის საათებში ჩატარდება. კამპანია გაიმართება ბიბლოსის კულტურის ცენტრის დახმარებით და მასში მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.

მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 5000 ადამიანი დაესწრება ფესტივალის ყოველ ღონისძიებას, სადაც წარმოჩენილი იქნება CIUDAD-ის ინიციატივა და ის აქტივობები, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

სექტემბერი 2012

რისკის მართვის ჯგუფის ჩამოყალიბება: მცხეთასა და ბიბლოსში სხვადასხვა ინსტიტუციების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ოთხი მაღალკვალიფიციური წარმომადგენელი შეირჩევა რისკის მართვის ჯგუფისათვის. უწყებათაშორისი ჯგუფი მიიღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მშვიდობიანობის დროს და კოორდინაციას გაუწევს  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას კრიზისულ სიტუაციებში.

რისკის მართვის ჯგუფის ჩამოყალიბება და მონაწილე მხარეების როლისა და ამოცანების განსაზღვრა წარმოადგეს პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის თანახმადაც განისაზღვრება კომუნიკაციის პროტოკოლი, რისკის მართვის გეგმის განახლების პერიოდულობა და კრიტერიუმები გადაწყვეტილებების მისაღებად.

ოქტომბერი 2012

საზოგადოების გათვითცნობიერების კამპანია:  ილუსტირირებული საინფორმაციო მასალები გამოიცემა და დაურიგდებათ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებს, რაც გასაგებს გახდის მათთვის პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ აქტივობებს.

მცხეთობა, 14 ოქტომბერი: 14 ოქტომბერს პროექტი „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები“ შეუერთდება მცხეთობის დღესასწაულს, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს მთელი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

საერთაშორისო შეხვედრა რომში:  ეს არის გადამწყვეტი აქტივობა, რომელზეც პროექტის შედეგები წარედგინებათ იმ ექსპერტებს ჰააგის კონვეციის საკითხებში, რომლებიც წარმოადგენენ UNESCO-ს მრჩეველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჩართულ სამხედრო ორგანიზაციებს. მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეულნი იქნებიან UNESCO-ს, ICCROM-ისა და ICOMOS-ის წევრები.

ორდღიან შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ინტერდისციპლინური კვლევების შედეგები. შეხვედრის მიზანია არსებული მასალის ანალიზი და სტრუქტურირება ჰააგის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და ორი ქალაქის, მცხეთისა და ბიბლოსისათვის, მომზადებული დოკუმენტაციის ექსპერტებისათვის წარდგენა, რათა მათგან მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საბოლოო სახით მომზადდეს UNESCO-ს შესაბამის კომიტეტში წარსადგენი განაცხადები გაძლიერებული დაცვის სტატუსის მისაღებად.

ნოემბერი 2012 – თებერვალი 2013

ტრენინგები საქართველოსა და ლიბანში: ამ აქტივობების მიზანია რისკის მართვის ჯგუფისა და მცხეთისა და ბიბლოსის მემკვიდრეობის დაცვაში ჩართული პერსონალის წვრთნა, რათა მათ შეძლონ კრიზისულ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მათ შორის იმ ძეგლებისაც, რომელთაც შესაძლოა გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭოთ.

თებერვალი – მარტი 2013

საინფორმაციო დღეების მოწყობა და პროექტის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა.

1 მარტი 2013

პროექტის განხორციელების პერიოდში დოსიეების წარდგენა UNESCO-ს ჰააგის კონვენციის 1999 წლის კომიტეტში გაძლიერებული დაცვის მისაღებად. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისმა მონაწილე მხარებმა არ წარადგინეს აღნიშნულ დროს განაცხადები, მოხდება გადავადება არა უგვინეს 2014 წლის პირველ მარტამდე.

აპრილი 2013

პროექტის დახურვა: პარტნიორთა საბოლოო შეხვედრა, მიღებული გამოცდილებისა და პროექტის შედეგების შეფასება. კოორდინაცია პარტნიორთა შორის პროექტის საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად.

აპრილი 2013

საბოლოო პუბლიკაცია: რისკისათვის მზადყოფნის დაგეგმარების მეთოდოლოგიის გამოცემა და გავრცელება.

News

  • 20131127_120142 (English) ICCROM 28th General Assembly took place in Rome, November 27 – 29 December 3, 2013
  • <!--:en-->Project newsletter  no 9  November 2013<!--:--> (English) Project newsletter no 9 November 2013 November 15, 2013
  • 20131113_093555 (English) CIUDAD Final event in Istanbul - 13 November 2013 November 13, 2013
  • logo-news (English) Cultural heritage and armed conflicts, natural catastrophes and environmental disasters November 11, 2013
View All News

A project by:

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ვებგვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები“ და ის არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.
© ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები –ყველა უფლება დაცულია