NEREA წარმოადგენს არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის სფეროში მომუშავე „ინოვაციების ცენტრს“; ეს არის აკადემიური ტიპის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიულ, საარქივო და დიაგნოსტიკურ კვლევებს რესტავრაციის დაგეგმარებისა და შემდგომი დაცვის მიზნით. კვლევების საფუძველზე იქმნება მულტიმედია პროდუქტები, ვირტუალური რესტავრაცია და 3D მოდელირება. NEREA-ს მიზანია ჩამოაყალიბოს არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის სპეციალიზებული სკოლა.
NEREA ემილია რომანას რეგიონის მიერ თანადაფინანსებული ინდუსტრიული კვლევის, ინოვაციისა და ტექნოლოგიების გადაცემის რეგიონული პროგრამის (PRRIITT) განხორციელების შედეგად დაარსდა.