War Free World Heritage Listed Cities
  • English
  • Georgian
  • العربية
  • პროექტი
  • ჩვენ შესახებ
    • ინსტიტუციები
      • ჯიბეილის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭო
      • მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
      • WATCH
      • FOCUH
      • NEREA
    • მონაწილეები
      • ანა პაოლინი
      • კრისტიან ნასრი
      • კლაუდიო ჩიმინო
      • დამიანო ადელფიო
      • ემანუელ მაროკო
      • ჯორჯიო ბლეიზი
      • ჯუზეპე მაინო
      • იუკა იოკილეტო
      • ლორენცო ფოტი
      • მაიკლ ფეზენდორფერი
      • ნატალია რიჩარდსონი
      • ნინო ჭანიშვილი
      • რაშიდ ჩამონი
      • საადეთ გიუნერი
      • თეიმურაზ აბაშიძე
  • კალენდარი
  • კონტაქტი
  • გალერეა
    • Meetings
    • Byblos – Site Interpretation
    • Mtskheta – Site Interpretation
    • (English) Byblos – Public awareness
    • (English) Mtskheta – Public awareness
    • (English) Byblos – Concept study
    • (English) Mtskheta – Concept study
    • (English) Training course in Georgia
    • (English) Public awareness in Georgia
  • საინფორმაციო ბაზა
    • (English) Documents
  • საინფორმაციო ბიულეტენი

პროექტი

Home » პროექტი

ორი ქალაქი  –  ბიბლოსი ლიბანში და მცხეთა საქართველოში  – ავითარებს მართვის მოდელებს, რათა დაცული იქნეს მათი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის

კულტურული მემკვიდრეობა შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხეებისგან, რის წინაშეც ისინი ცოტა ხნის წინ აღმოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო  მემკვიდრეობის ნუსხაში შესული  ძეგლები მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეყნის სტატუსს და ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ფაქტობრივად არ ტარდება საჭირო ზომები (ორივე სამოქალაქო და სამხედრო უწყებების მიერ) 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ორი ოქმის შესასრულებლად. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს შესაბამისი უწყებრივი სტრუქტურები და შესაძლებლობა იმისა, რომ გატარდეს საჭირო პოლიტიკა და შემუშავდეს რისკის მზადყოფნის გეგმები. ამ ფაქტის გამო  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ბევრი ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ამის გათვალისწინებით, 2007 წელს ახალი გაიდლაინები შემუშავდა ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ძეგლისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებამდე. განაცხადისა და მასთან დაკავშირებული რისკის მზადყოფნის გეგმის მომზადება მოითხოვს დაინტერესებული მხარეებისა და სპეციალისტების  ფართო სპექტრის (პოლიტიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამხედრო, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტები) მხარდაჭერასა და მონაწილეობას.

პროექტის მიზანია პარტნიორების დახმარებით იტალიასა და თურქეთში  მომზადდეს ორი  განაცხადი გაძლიერებული დაცვის სტატუსის მისაღებად და შესაბამისი  გეგმები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება, როგორც მოდელი სხვა ქალაქებისათვის. ეს ასევე გაზრდის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 

ამოცანები

  • საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა შეიარაღებული საფრთხის წინაშე არსებული ურბანული მემკვიდრეობის მართვისას;
  • საზოგადოების გათვითცნობიერება იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც არის მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქები შეიარაღებული კონფლიქტის დროს;
  •  განაცხადების მომზადება მცხეთისა და ბიბლოსისათვის იუნესკოსაგან გაძლიერებული დაცვის სტატუსის მოსაპოვებლად.

მოსალოდნელი შედეგები

  • რისკის მზადყოფნის გეგმა ორი მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქისათვის;
  • ორი მომზადებული განაცხადი გაძლიერებული სტატუსის მისაღებად;
  • საზოგადოების გათვითცნობიერება მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების წინაშე არსებული რისკების შესახებ;
  • რისკების შემცირების პოლიტიკის გატარება;
  • საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჰააგის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების განსახორციელებლად.

News

  • 20131127_120142 (English) ICCROM 28th General Assembly took place in Rome, November 27 – 29 December 3, 2013
  • <!--:en-->Project newsletter  no 9  November 2013<!--:--> (English) Project newsletter no 9 November 2013 November 15, 2013
  • 20131113_093555 (English) CIUDAD Final event in Istanbul - 13 November 2013 November 13, 2013
  • logo-news (English) Cultural heritage and armed conflicts, natural catastrophes and environmental disasters November 11, 2013
View All News

A project by:

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ვებგვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები“ და ის არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.
© ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები –ყველა უფლება დაცულია