War Free World Heritage Listed Cities
  • English
  • Georgian
  • العربية
  • პროექტი
  • ჩვენ შესახებ
    • ინსტიტუციები
      • ჯიბეილის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭო
      • მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
      • WATCH
      • FOCUH
      • NEREA
    • მონაწილეები
      • ანა პაოლინი
      • კრისტიან ნასრი
      • კლაუდიო ჩიმინო
      • დამიანო ადელფიო
      • ემანუელ მაროკო
      • ჯორჯიო ბლეიზი
      • ჯუზეპე მაინო
      • იუკა იოკილეტო
      • ლორენცო ფოტი
      • მაიკლ ფეზენდორფერი
      • ნატალია რიჩარდსონი
      • ნინო ჭანიშვილი
      • რაშიდ ჩამონი
      • საადეთ გიუნერი
      • თეიმურაზ აბაშიძე
  • კალენდარი
  • კონტაქტი
  • გალერეა
    • Meetings
    • Byblos – Site Interpretation
    • Mtskheta – Site Interpretation
    • (English) Byblos – Public awareness
    • (English) Mtskheta – Public awareness
    • (English) Byblos – Concept study
    • (English) Mtskheta – Concept study
    • (English) Training course in Georgia
    • (English) Public awareness in Georgia
  • საინფორმაციო ბაზა
    • (English) Documents
  • საინფორმაციო ბიულეტენი

იუკა იოკილეტო

Home » მონაწილეები » იუკა იოკილეტო

იუკა იოკილეტო, არქიტექტორი და ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი; 1966 წელს დაამთავრა ჰელსინკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ფაკულტეტი. 1986 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (იორკის უნივერსიტეტი).

გაიარა ICCROM-ის საერთაშორისო კურსი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების რესტავრაცია (1971), ასევე მოკლე კურსები ლანდშაფტის კონსერვაციაში (სეგოვია, 1971) და ბრიტანეთის საბჭოს კურსი – ისტორიული ნაგებობების კონსერვაცია (იორკი, 1972).

სწავლება: ასწავლიდა კონსერვაციის და კულტურული მემკვიდრეობის მართვის ისტორიასა და თეორიას ICCROM-ის საერთაშორისო კურსებზე და ასევე არაერთ უნივერსიტეტში. ამჟამად არის ნოვა გორიცას უნივერსიტეტის პროფესორი.

არქიტექტურული საქმიანობა: არქიტექტურული პრაქტიკა ფინეთში (1960-1970): საოფისე შენობების დიზაინი (K & H. Sirén, ჰელსინკი), ურბანული დაგეგმარება (O. Kivinen, ქ. ესპო), საცხოვრებლები, ოფისები, სკოლები, ინდუსტრიული შენობები (E & J. Jokilehto, ქ. მიკელი). მიკელის მუნიციპალიტეტის დაგეგმარების კონსულტანტი (1970-1971).

მოღვაწეობა ICCROM-ში: 1972 წელს იყო არქიტექტურის კონსერვაციის კურსის კოორდინატორი. 1973 წელს წარმართვადა ICCROM-ის არქიტექტურისა და ურბანული კონსერვაციის პროგრამას, მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ მისიებში; იყო ICCROM-ის წარმომადგენელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტსა და ICOMOS-ში; წარმოადგენდა ICCROM-ს პროცესში, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის მიღება. 1992-1998 წლებში იყო ICCROM-ის გენერალური დირექტორის თანაშემწე; 2006 წლიდან არის ICCROM-ის გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩეველი.

საქმიანობა ICOMOS-ში: არის ფინეთის ეროვნული კომიტეტის წევრი 1980 წლიდან (ამჟამად საპატიო წევრი) და იტალიის ეროვნული კომიტეტის წევრი. 1992-2001 წლებში იყო ICOMOS-ის საერთაშორისო სასწავლო კომიტეტის პრეზიდენტი და კონსერვაციისა და რესტავრაციის თეორიისა და ფილოსოფიის საერთაშორისო კომიტეტის წევრი; 2000-2006 წლებში მუშაობდა მრჩევლად მსოფლიო მემკვიდრეობის საკითხებში; აფასებდა და წარადგენდა ნომინაციებს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან.

პუბლიკაციები: არქიტექტურის კონსერვაციის ისტორია (Butterworth-Heinemann, 1999); სერ ბერნარ ფილდენთან ერთად: მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები (ICCROM, 1993); ICOMOS-ის კვლევები: მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა, ხარვეზების აღმოფხვრა – მომავლის სამოქმედო გეგმა (მ. პეცეტთან, ჰ. კლეერთან, ს. დენიერთან ერთად, ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები, XII, 2005); მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა: რას ნიშნავს განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება? (ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები, XVI, 2008).

ამჟამინდელი საქმიანობა: ICCROM-ის გენერალური დირექტორის  მრჩეველი; ნოვა გორიცას უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და ლექტორი; მიჰყავს  კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კურსები; კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა ქვეყანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ნომინაციების მომზადებაში (მაგ. იტალია, ჩინეთი, ირლანდია, ნორვეგია);  ამუშავებს მართვის გეგმებსა და ურბანული კონსერვაციის გენერალურ გეგმებს.
j.jokilehto@fastwebnet.it

Click here to cancel reply.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment

News

  • 20131127_120142 (English) ICCROM 28th General Assembly took place in Rome, November 27 – 29 December 3, 2013
  • <!--:en-->Project newsletter  no 9  November 2013<!--:--> (English) Project newsletter no 9 November 2013 November 15, 2013
  • 20131113_093555 (English) CIUDAD Final event in Istanbul - 13 November 2013 November 13, 2013
  • logo-news (English) Cultural heritage and armed conflicts, natural catastrophes and environmental disasters November 11, 2013
View All News

A project by:

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ვებგვერდის შინაარსზე პასუხისმგებელია „ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები“ და ის არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს.
© ომისგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები –ყველა უფლება დაცულია