მაიკლ ფეზენდორფერი, იურისტი, ავსტრიის შეიარაღებული ძალების იურიდიული სამსახურის თანამშრომელი. დაამთავრა ზალცბურგის ”Paris-Lodron”-ის უნივერსიტეტი. მსახურობდა ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე სამშვიდობო ოპერაციაში. ორ წელზე მეტი მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად ევროკავშირის სამხედრო შტაბში ბრიუსელში. წარმართავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სალექციო კურსებს და ფოკუსირებულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის სწავლებაზე. მაიკლ ფეზენდორფერი არის „ავსტრიის კულტურული ფასეულობების დაცვის საზოგადოებისა“ და „კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სამხედრო სამუშაო ჯგუფის წევრი“.