ლორენცო ფოტი, ვებდეველოპერი, ელექტრონული სწავლების, ვებსტრატეგიის, ვებკომუნიკაციისა და ახალი ტექნოლოგიების ექსპერტი. დაამთავრა რომის Sapienza-ს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 2000 წლიდან არის ვებტექნოლიგიებთან დაკავშირებული პროექტების ტექნიკური კოორდინატორი სხვადასხვა სფეროში და თანამშრომლობს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან.
სპეციალიზებულია ევროკავშირის პროექტების პორტალების შექმნაში კულტურის, კომუნიკაციისა და ტერიტორიული თანამშრომლობის სფეროში. (www.euromedheritage.net, www.enpi-info.eu, www.territorialcooperation.eu).
2004 წლიდან კონსულტაციას უწევს იტალიის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს მონაცემების მართვასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნოლოგიების შემუშავებასა. მიჰყავს საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო კურსები ვებპროგრამირების, ვებკომუნიკაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ.